მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: ახალი პაციენტები ბოლო 2 ინფიცირებულის კონტაქტებია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1585550350
COVID-19

"დილის მონაცემებით, გვაქვს 97 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 47 მკურნალობს ჩვენთან. გუშინ 1 შემოგვემატა. დანარჩენი 6-ის წყარო ბოლო ორი შემთხვევის კონტაქტებია",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი 6 პაციენტიდან ორი გორის ჰოსპიტალში, ხოლო 4 პირველ საუნივესრსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ 21 პაცინეტის ტესტირება ჩატარდა. აქედან ზოგიერთის გამოჯანმრთელებას ელოდებოდნენ, მაგრამ ვირუსის კონცენტრაცია მაინც დაფიქსირდა.

"ველოდებოდით ახალი პაციენტების გამოჯანმრთელებას, თუმცა მათთან მხოლოდ ვირუსის კონცენტრაციის მკვეთრად შემცირება დაფიქსირდა. ვნახოთ დინამიკაში როგორი სურათი გვექნება",-აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 97 შემთხვევაა დადასტურებული. 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.