COVID-19

მარინა ეზუგბაია: Covid 19-ით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020 6
10:58 ხუთ. 26 მარტი
დაკოპირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობით, თანარსებული დაავადება რკინა-დეფიციტური მძიმე ანემიის სახით.

გარდა ამისა, მარინა ეზუგბაიას თქმით, სამი მძიმე პაციენტიდან, რომლებზეც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საუბრობდნენ, ერთის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.

"ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც პნევმონიასთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, რამდენიმე დღეა სტაბილურია და შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ გადაილახა ის სიმძიმის პერიოდი და უკვე გამოსავალი კეთილსაიმედო უნდა იყოს. ხოლო ერთი პაციენტი, ასაკოვანი ქალბატონი, რომელთანაც გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ გარდა ორმხრივი პნევმონიისა და თან არსებული დაავადებისა, გამოვლინდა სეფსისიც, ჯერჯერობით მისი მდგომარეობა მძიმეა. მკვეთრი გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ პროგნოზი მაინც სერიოზულია და გამოსავალზე ვერ ვისაუბრებთ. მესამე, ეს არის დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია, ჯერჯერობით ამ პაციენტთან დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს, ვნახოთ დინამიკაში როგორ იქნება", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 77 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
მისი თქმით, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესების გარეშე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4-ჯერ გა...
00:23
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
არაგის ხიდის ტერიტორია

მცხეთაში ავტომობილი მტკვარში გადავარდა - არია...

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
18:43 პარ. 27 ნოემბერი
სისხლის ანალიზის ახალი მეთოდის მეშვეობით...
მომავალ წელს ბრიტანეთში ამ ტესტს 165 ათას ადამიანს ჩაუტარებენ. თუ ის კარგ შედეგს...
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...