მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: ინფიცირების დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებლები სტაბილიზაციის ნიშანია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1600586871
COVID-19

„საქართველოში ყოველდღიურად დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაახლოებით ერთნაირი რაოდენობა სტაბილიზაციის მაჩვენებელია“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ეპიდვითარებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აჭარაში ინფიცირების შემთხვევების რიცხვი რადიკალურად არ იცვლება, რაც იმას გულისხმობს, რომ რეგიონში ვირუსის გავრცელების ლოკალიზაცია ახლოსაა.

„ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ერთ დონეზე რომ რჩება, ეს არ არის ცუდი, ეს არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი.

ყველაზე ცხელ რეგიონში, აჭარაში, დაახლოებით ერთიდაიგივე რიცხვებია, რაც ნიშნავს, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ. ასევე მნიშვნელოვნად არ იზრდება შემთხვევების რიცხვი სხვა რეგიონებში“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, საქართველოში ეპიდვითარება კონტროლირებადია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 128 აჭარიდან, ხოლო 30 თბილისიდანაა.