მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში სამედინიცო შემოწმება 81 000-მდე, ბოლნისში კი 26 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა

უცხოური მედია საქართველოზე: სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ვირუსი ძალიან ნელა გავრცელდა საქართველოში.
1585553275
COVID-19

"მარნეულში სულ შემოწმებულია 80 788, ხოლო ბოლნისში 25 967 ადამიანი. სიმკაცრემ და სანქციებმა შედეგი გამოიღო და ფაქტობრივად ცარიელია ქალაქი", - ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსის შიდა გავრცელება, ამიტომ მოსახლეობას მეტი სიფრთხილე მართებს.

"შიდა გავცრელებაა და ამიტომ კიდევ უფრო მეტი სიფრთილე და პრევენცია გვინდა", - აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, კვლავ მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

საქართველოში კორონავირუსის 97 შემთხვევაა დადასტურებული. 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.