მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მედპეროსნალის ორი ახალი ინფიცირებული თანამშრომელი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან

ლაბორატორია
1586182785
COVID-19

მედპეროსნალის კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი თანამშრომელი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტოირის ლალი ტურძელაძის თქმით, პაციენტები აცხადებენ, რომ მათ კონტაქტი ჰქონდათ, გუშინ გარდაცვლილ 81 წლის ქალბატონთან.

"ისინი ამბობენ, რომ კონტაქტი ჰქონდათ 81 წლის ქალბატონთან, რომელიც ჩვენს კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. მათი გადმოცემით, ყველა ზომას იცავდნენ და ჰქონდათ ეკიპირება, მაგრამ ალბათ მცირედ მაინც დაირღვა რაღაც წესი. ისინი ექთნის თანაშემწეები არიან",-აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

როგორც მან განაცხადა, ზუსტად ვერ იტყვის, რა წესი დაირღვა სამედიცინო საქმიანობის პროცესში.

საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო გარდაცვლილია 2 პაციენტი.