მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მესტიის მუნიციპალიტეტში დამსვენებლები კარანტინს გაივლიან

კორონავირუსის კარანტინი
1597058731
COVID-19

ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სვანეთში, კერძოდ დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შეზღუდვები წესდება. დამსვენებლები კი, 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. მათ ექნებათ შესაძლებლობა კარანტინი ადგილზე გაიარონ, ან სხვადასხვა რეგიონებში საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანენ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში ინტენსიური ეპიდემიოლოგური კვლევები ჩატარდება. შესვლა-გასვლას კი, პოლიცია გააკონტროლებს.

„გარდა ამისა, კოვიდის ფართოდ გავრცელების აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს.

ადგილზე შექმნილია რეგულარული შტაბი. რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს“,- აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ამასთან, მან მოუწოდა მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.

„ტურისტებს მოვუწოდებთ, იყვნენ მშვიდად, გააგრძელონ ადგილზე ყოფნა. ამ ეტაპზე სასურველია ყველა დარჩეს თავის ადგილას“,- აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.