მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეცნიერებმა COVID-19-ის სამკურნალო ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტი გამოავლინეს

კორონავირუსის მედიკამენტი
1590591467
COVID-19

ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის (IIBR) მიერ COVID-19-ის სამკურნალო ყველაზე ოპტიმალური პრეპარატის კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ ინფექციას ყველაზე ეფექტიანად მედიკამენტი "ცერდელგა" და გამოცდის ეტაპზე მყოფი მეორე ანალოგიური პრეპარატი უკმლავდება.

IIBR- ს კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული მედიკამენტები ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში უჯრედებს კორონავირუსის მიერ შემდგომი დაზიანებისგან იცავს. ამჟამად, ორივე პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებულ ცხოველთა მკურნალობაში გადის ცდებს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ წამლებმა ეფექტი ვირუსების მრავალი შტამის შემთხვევაში დადეს, ხოლო დამტკიცების შემდეგ, მეცნიერების აზრით, ისინი სხვადასხვა ინფექციების მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.