მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაშია

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი
1600958054
COVID-19

ზუგდიდში ტაძრის მესანთლის შემდეგ კორონავირუსი ამავე ეკლესიის მგალობელსაც დაუდასტურდა.

ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში ინფიცირებული ქალი წირვასაც დაესწრო, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა ჩაატარა.

სწორედ ამის გამო, სავარაუდოდ, მეუფე გერსიმე თვითიზოლაციაშია. ასევე, ორ ოქტომბრამდე თვითიზოლაციაშია ტაძრის სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილიც.

პირველადი ტესტირებით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ყველაზე მეტი აჭარაში გამოვლინდა.