მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოქალაქეებს რომელი კონსტიტუციური უფლებები ეზღუდებათ საყოველთაო კარანტინის დროს? - კონსტიტუციონალისტის განმარტება

ზებრაზე გადასვლა
1585576746
COVID-19

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, გადაწყვეტილება პრმიერმა გიორგი გახარიამ მიიღო და ის ძალაში ხვალიდან 31, მარტის დილის 8:00 საათიდან შევა.

pia.ge –სთან საუბარში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ "საყოველთაო კარანტინის გამოცხადება ჩვეულებრივ უკავშირდება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას. კარანტინი დამატებით აწესებს შეზღუდვას – კონკრეტულ ადგილებში კონკრეტულ საათებში იკრძალება სიარული, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ვერ გამოხვალთ ბინიდან, უნდა იყოთ შინ, ან სადაც მოგიწევთ კომენდანტის საათი იქედან უკვე ვეღარ შეძლებთ გადადგილებას, სანამ არ დასრულდება კარანტინის საათი“.

ასევე მან აღნიშნა, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ხშირად ცხადდებოდა, თუმცა კომენდატიის საათი ბოლოს როგორც კონსტიტუციონალისტი იხსენებს იყო 1989 წლის 9 აპრილი.

ცნობისთვის, 31 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 6:00 საათამდე ცხადდება საყოველთაო კარანტინი.