მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირების 1500–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
1585469532
COVID-19

რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსით ინფიცირების 1534 შემთხვევა გამოვლინდა. მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

მისი თქმით, ქალაქში ვითარება ისეთ სტადიაზე გადავიდა, როდესაც დაავადებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. მისი თქმით, ვირუსისგან დაზღვეული არავინაა და მოქალაქეებს მოუწოდა, არ გამოვიდნენ სახლებიდან.

მთლიანობაში, რუსეთის ფედერაციაში, 182 700 ადამიანზე აქვთ ინფიცირების ეჭვი, სწორედ ეს რაოდენობაა მედიკოსების დაკვირვების ქვეშ. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების გამო, ბოლო მონაცემებით, 7 ადამიანია გარდაცვლილი.

აშშ–ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოში 664 924 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 30 000–ზე მეტი.