მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: პლაზმით კორონავირუსის მკურნალობის საკითხი შორეული პერსპექტივაა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, 2020
1585768410
COVID-19

ინფექციური კლინიკის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ ორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობის მეთოდს შორეული პერპსექტივა უწოდა.

მისი თქმით, აღნიშნული ხერხი ეფექტურია თუმცა გარკვეული სირთულეებიდან გამომდინარე ის ჯერჯერობით მიუწვდომელია.

"გამოჯანმთელებული ადამიანის პლაზმის კორონავირუსთან ბრძოლის საკითხი ძალაინ რთული და სერიოზული პროცესია, ეს სამომავლო სიტუაციაა, ეს არის ანტისხეულების პაციენტისთვის მიწოდების საშუალება, რომელიც მის სწრაფ გამოჯანმრთელებას შეუწყობს ხელს, მაგრამ ეს ცოტა გრძელადიანი პერსპექტივაა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსისი 117 ფაქტია გამოვლენილი. მათგან გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი, ხოლო მკურნალობას 92 პაციენტი განაგრძობს.