მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ით 770 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

კორონავირუსი,2020
1585600402
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მზარდია.

ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 770 ათასს აღემატება, ხოლო ვირუსს 36 939 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 160 ათასზე მეტი ადამიანი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავრცელების დინამიკას შემაშფოთებელი და საგანგაშო უწოდა. გებრეიესუსმა ქვეყნებს მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა არ არის მოდუნების დრო. ახალი კორონავირუსი გასული წლის დეკემებრში, ჩინეთში, უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. კორონავირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, ვირუსი რომ გადამდებია.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირების 103 შემთხვევაა გამოვლენილი.