მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსისგან 213 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსი 2020
1585894158
COVID-19

3 აპრილის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსისგან 213 ათასზე მეტი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

53 ათასზე მეტია Covid-19-სგან გარდაცვლილთა რიცხვი, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მილიონს გასცდა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ვირუსის გავრცელების დინამიკას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა საგანგაშო უწოდა. კორონავირუსი პირველად ჩინეთის, უხანის პროვინციაში გამოვლინდა.

ამ დროისთვის კოვიდინფექცია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაშია დავრცელებული.