მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციისგან 2,5 მლნ-ზე მეტი ადამიანი განიკურნა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსისგან 2.5 მლნ-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2020 წ.
1590737720
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

29 მაისის მონაცემებით 2,5 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდინფექციის დამარცხება შეძლო. აღნიშნულ მონაცემებს worldometers ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 5 911 504-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 362 127-ს შეადგენს.

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. მეორე პოზიციაზე ბრაზილია ინაცვლებს, ხოლო მესამეზე - რუსეთის ფედერაცია.

რაც შეეხება ევროპას, ორ ქვეყანაში, იტალიასა და ესპანეთში კოვიდინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო. კორონავირუსი თავდაპირველად 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, პროვინცია უჰანში გამოვლინდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდ-19-მა 210 ქვეყანა მოიცვა.