მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი იტალიასა და ესპანეთზე მოდის

კორონით გარდაცვლილები
1585554611
COVID-19

კორონავირუსის შემთხვევა უკვე 200-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა, საიდანაც 124-ში მინიმუმ 1 ადამიანი იმსხვერპლა. გარდაცვლილთა რიცხვი 30 მარტის დილის მდგომარეობით 34 000-ს აღწევს, რომლის ნახევარზე მეტიც იტალიასა და ესპანეთზე მოდის.

შეერთებულ შტატები იტალიასთან შედარებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 45 000-ით მეტია, თუმცა მსხვერპლის რიცხვი 4.3-ჯერ ნაკლებია, რასაც 2 მიზეზი აქვს: 1) აღრიცხვისა და ჯანდაცვის უკეთესი სისტემა 2) ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად ბოლო პერიოდში გაიზარდა, 23 მარტიდან მოყოლებული ყოველდღიურად ზედიზედ ხუთნიშნა მაჩვენებლით და მათი უმრავლესობის მდგომარეობა ჯერ არ გამწვავებულა. თუმცა რა ახსნაც არ უნდა ვეძებოთ, ის რაც იტალიაში ხდება, სრული კატასტროფაა. სიკვდილიანობის კოეფიციენტმა 29 მარტს 11%-ს გადააჭრბა 10 779 გარდაცვლილი 97 689 ინფიცირებულიდან. მაღალი ალბათობით ინფიცირებულთა რეალური რიცხვი უფრო მეტია და შესაბამისად სიკვდილიანობის კოეფიციენტი, უფრო ნაკლები, მაგრამ მაინც საშუალოზე ბევრად მეტი.

კიდევ ერთი ევროპული სახელმწიფო, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 80 000-ს გადააჭარბა ესპანეთია. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ესპანეთში იტალიაზე მაღალია. იტალიაში ყოველი 1 მილიონი ადამიანიდან 1616 პირი დაინფიცირდა, ესპანეთში - 1713. ამასთან თუ 29 მარტს იტალიაში ინფიცირების 5217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 756 პაციენტი გარდაიცვალა, ესპანეთში ინფიცირების 6875 შემთხვევა აღრიცხეს გარდაცვლილთა რაოდენობა კი 821-ით გაიზარდა.

მთლიანობაში იტალიასა და ესპანეთში კორონავირუსით ჯამში 17 582 პირი გარდაიცვალა, 10 779 იტალიაში და 6803 ესპანეთში, რაც მსოფლიოში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 51.7%-ს შეადგენს, იმ დაშვებით, თუ ავტორიტარული ქვეყნები სწორ ინფორმაციას გასცემენ.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს კიდევ 5 ქვეყანაში გადააჭარბა: ჩინეთი - 3304; ირანი - 2640; საფრანგეთი - 2606; აშშ - 2448 და ბრიტანეთი 1228.