მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 12 მლნ-ს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბთ კორონავირუსი 12 მლნ-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ივლისი 2020 წ.
1594240291
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 12 მლნ-ს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ასევე, გაზრდილია კოვიდვირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც, რომელიც 7 001 820-ს შეადგენს.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, მსოფლიოში COVID-19-ს 549 503 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფიცრების შემთხვევების რიცხვით, მსოფლიო სამეულში ამერიკა, ბრაზილია და ინდოეთი არიან.

ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. მსოფლიო ჯანმდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს აღიარა.