COVID-19

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

პროდუქცია მაღაზიაში
10:07 ხუთ. 26 მარტი
დაკოპირებულია

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში მოსახლეობისთვის 9 სახის პროდუქტის მიწოდება და მასზე ფასის შენარჩუნება უზრუნველყოფილი იქნება.

"ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდება მნიშვნელოვანი ამოცანაა. ასევე, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის - ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო - შეუფერხებელი მიწოდება და არ მოხდეს აღნიშნულ პროდუქტზე ფასების სპეკულაციური ზრდა.

ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა "პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა". პროგრამას განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო", სსიპ "შემოსავლების სამსახურთან" ერთად", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული. ქვეყანის ორ მუნიციპალიტეტში მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია ამოქმედებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ლუგარის ლაბორატორიის დაარსებაზე საუბრობს

ამირან გამყრელიძე: საქართველოს კორონავირ...

მისი თქმით, სახელმწიფომ „კოვაქს“ პლატფორმას თანხის ნაწილი წინასწარ იმ პირობით გა...
12:56
ვულკანის ამოფრქვევამდე რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა მიმდებარე დასახლებულ...
30 წუთის წინ
საგზაო სამუშაოებზე დასაქმებულ შალვა ჯულაყიძეს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადად ის ადგილზე გარდაიცვა...
34 წუთის წინ
უწყების ინფორმაციით, 1.4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები სრუ...
41 წუთის წინ
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების პროტოკოლში შესაბამისი ცვლილება შევა. „იცი...
46 წუთის წინ
პირბადე ქუჩებში

ბოლო 24 საათში, პირბადის გამოუყენებლობისთვის...

უწყების ცნობით, ფიზიკური პირები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 4211 მუხლის შესაბამისად...
49 წუთის წინ
1-ლი აგვისტოდან 29 ნოემბრამდე თხილის ექს...
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 3 060...
მელე-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო...
ჯიპიაი ჰოლდინგმა 2019 წლის მმართველობითი...
30 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ. ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ. ჯიპიაი ჰოლდინგმა, ანგარიშგების პორტალზე Reportal.ge და ვებ...