მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: StopCov ფონდში მობილიზებული თითოეული ლარი გამჭვირვალედ დაიხარჯება

ეკონომიკის მინისტრი ბრიფინგზე 2020
1586354592
COVID-19

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვა იმ პრიორიტეტების მიხედვით მოხდება, რომელთა განსაზღვრაზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა.

ნათია თურნავას განმარტებით, სფეროების და უწყებების მიხედვით ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება.

„კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდის კოორდინაციას ახდენს ბიზნესომბუდსმენი. ჯერჯერობით მიმდინარეობს თანხების აკუმულირება, პარალელურად ისევ ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება ძირითადი საჭიროებების აღრიცხვა - თუ რომელ სფეროს და რომელ უწყებას რა კონკრეტული საჭიროებები აქვთ იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანად აღვუდგეთ წინ კორონავირუსის გავრცელებას. როგორც კი ეს საჭიროებები საბოლოოდ ჩამოყალიბდება და პრიორიტეტები განისაზღვრება, ამ ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა გამჭვირვალე იქნება და მთლიანად საზოგადოებისთვის ცნობილი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

ამასთან, ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ბიზნესმენსა და ბიზნესს, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლოს მიზნით ფონდის არსებობის ინიციატივას გამოეხმაურა და მასში შემოწირულობებს რიცხავს.