მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიუ–იორკში კორონავირუსით 64 წლის ქართველი კაცი გარდაიცვალა

კორონავირუსი, ეკონომიკა, კლება
1585645816
COVID-19

ნიუ-იორკში COVID-19 -ით ინფიცირებული 64 წლის ქართველი კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზღვარგარეთ კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა.

"სამწუხაროდ კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის კაცი. აქ კორონავირუსის გარდა სხვა თანხმლები ქრონიკული დაავადებაც იყო", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.