მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 68 პირს დაუდასტურდა

ინფექცია 2020
1601046417
COVID-19

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის კიდევ 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 236 პირს ჩაუტარდა ტესტირება.

გუდაუთის საავამდყოფოში ამ დროისთვის 99 ინფიცირებული მკურნალობს, 13 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა.

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1245 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 360, ხოლო გარდაიცვალა 8 ადამიანი.