მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აფხაზეთის ეკონომიკური ზარალი
1600962171
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 61 ახალი ფაქტი დადასტურდა, რის შედეგადაც შემთხვევების რიცხვი რეგიონში 1 177-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ვირუსთან ბრძოლის ე.წ. საგანგებო შტაბი ავრცელებს.

ამავე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე კვლევა 227 ადამიანს ჩაუტარდა.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რიცხვი-62, 23 სექტემბერს დაფიქსირდა. რეგიონში კორონავირუსისგან 360 პაციენტია განკურნებული, ხოლო 8 ადამიანი გარდაიცვალა.