მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით მე-12 პაციენტი დაიღუპა

ინფიცირებული პაციენტი
1601567869
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით მე-12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვირუსთან ბრძოლის ე.წ. საგანგებო შტაბი ავრცელებს.

ამავე ცნობით, გარდაცვლილი პაციენტი 1946 წლეს დაბადებული პირია, რომელიც გუდაუთას საავადმყოფოში 30 სექტმებერს შეიყვანეს.

ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 146 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 123-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. 17 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 47 პაციენტი საშუალო სიმძიმისაა.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 67 ახალი ფაქტი დადასტურდა, რის შედეგადაც შემთხვევების რიცხვი 1 525-მდე გაიზარდა. მათაგნ გამოჯანმრთელებულია 558 ადამიანი.