მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID 19-ის შემთხვევებმა 1000-ს გადააჭარბა

აფხაზეთი კორონავირუსი
1600841797
COVID-19

23 სექტემბრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19 ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1054 ადამიანს დაუდასტურდა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, ამჟამად გუდაუთის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 100 ადამიანი მკურნალობს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.