მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 53 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთი
1600531070
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 195 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კი 53 პაციენტის პასუხი კოვიდვირუსზე დადებითია.

ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს. მათივე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 78 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 878 -ს შეადგენს, გარდაცვლილია 7 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 240 პირი.