მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებული მესამე პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა

ნეგატიური პასუხი
1587630658
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული მესამე პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. "პაციენტის მდგომარეობა განიხილება როგორც მძიმე და არასტაბილური", - აცხადებენ გუდაუთის საავადმყოფოში. კოვიდინფიცირებული პაციენტი 95 წლისაა.

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ რეგიონში კოვიდინფექციის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. კორონავირუსისგან განკურნებული პირველი პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოდან 21 აპრილს გაწერეს.

ცნობისთვის, საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდ-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 420 შემთხვევაა გამოვლენილი.