მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ ცხინვალში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები 23-მდე გაიზარდა

ცხინვალის გზა
1589188221
COVID-19

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირების შემთხვევები კი 23-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნებული 193 პირი კარანტინის რეჟიმში რჩება.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების 638 შემთხვევაა გამოვლენილი. 317-მა კოვიდ-19 დაამარცხა, ხოლო 10 კოვიდინფექციას ემსხვერპლა.