მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდინფექცია კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა

ცხინვალის გზა
1591172973
COVID-19

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდინფიცირების კიდევ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კოვიდინფიცირებული პირებიდან ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ხოლო დანარჩენი ორი სამხედრო სასწავლებლის კურსანტი. ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 6 მაისს გამოვლინდა. ამ დროისთვის სულ ინფიცირებულია 45 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 31.