მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ცხინვალის ქუჩა
1591349491
COVID-19

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

"გასული დღის განმავლობაში PCR ლაბორატორიაში ჩატარდა 27 ტესტი, მათგან 12 დადებითია. ყველა ახალი პაციენტი რუსეთიდანაა შემოსული. ისინი სამხედრო აკადემიის კურსანტები არიან”,- განმარტა დე-ფაქტო მთავარი სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილემ ანა გაგლოევამ.

5 ივნისის დილის მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირებული 26 პაციენტია, რომელთაგან 19 სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი, 5 მოქალაქე, ხოლო 1 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.