მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოზურგეთის მერიის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

მერიის თანამსრომელს კოვიდი დაუდასტურდა
1601106185
COVID-19

დღეს, 26 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, მერიის თანამშრომელი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, რადგან მის მეზობლებს კორონავირუსი ჰქონდათ დადასტურებული.

„ამჟამად ჩვენი თანამშრომელი სახლში იმყოფება და კოვიდკლინიკაში ჯერ არ გადაუყვანიათ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, დღეს, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა.