მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: აკრძალვების გარეშე კოშმარული ზამთარი გველოდა

ncdc-ის დირექტორის მოადგილე
1606508639
COVID-19

„რა თქმა უნდა, მსხვერპლი გარდაუვალია და ეს იქნება, მგრამ უბრალოდ მე არც მინდა ვთქვა, რადგან ადამიანებს მეტად არ შეეშინდეთ იმ რეალობის, რაც ჩვენ გველოდა რომ არ ყოფილიყო ეს შეზღუდვები. ეს არის ძალიან მძიმე ციფრები, რაც არის პროგნოზები არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებიც. აკრძალვების, შეზღუდვების გარეშე ჩვენ გველოდა კოშმარული ზამთარი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესების გარეშე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4-ჯერ გაიზრდებოდა.

„სამწუხაროდ, ფაქტია, ჯერ იმის იმედი, რომ უახლოეს დღეებში იქნება მნიშვნელოვანი კლება კორონავირუსის ახალი შემთხვევების, ასე არ არის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მატება კატასტროფული არ იყოს. აქედან გამომდინარე, იმედი იმის, რომ ცოტათი მაინც დასტაბილურდება ვითარება, უნდა გვქონდეს ათი-თოთხმეტი დღის შემდეგ. ჩვენ ძალიან ცუდი გრძელვადიანი პროგნოზები გვაქვს, ესეც შემიძლია ვთქვა, რომ არ ყოფილიყო, არ დაწესებულიყო ის შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან შედის ძალაში, დაახლოებით ოთხჯერ მეტ ადამიანს დავკარგავდით გაზაფხულისთვის“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში რიგი შეზღუდვები ამოქმედდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„თუ წესებს დავიცავთ, 2 თვის შემდეგ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 1500-1700 იქნება“,- გამყრელიძე

👉პაატა იმნაძე: ჩვენც ადამიანები ვართ და ვეწირებით ვირუსთან ბრძოლას

👉შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდება