მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე ეპიდვითარებაზე: ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1605972653
COVID-19

„შესაძლოა მოიკლოს, მაგრამ ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

იმნაძის თქმით, კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებელი კიდევ 2-3 კვირა გაგრძელდება.

„სამწუხაროდ, ასეთი მაღალი ციფრები 2-3 კვირა კიდევ იქნება, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე დიდ დატვირთვას იწვევს. უნდა ვივარაუდოდთ, რომ ეს ციფრები დაბლა წამოვა, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი კლება იქნება. ეს მნიშვნელოვანი კლება არ იქნება. შესაძლოა მოიკლოს, მაგრამ ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება,“ - აღნიშნა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან 21 ნოემბრის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 100 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ჯანმო: ევროპას ურთულესი 6 თვე ელის

🔴 „თენგიზ ცერცვაძე თავს მხნედ გრძნობს“ - გიორგი ბერიძე