COVID-19

პაატა იმნაძე: ღონისძიებები რომ არ გატარებულიყო, კორონავირუსის 4-ჯერ მეტი შემთხვევა გვექნებოდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, 2020
17:04 ხუთ. 26 მარტი
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საჭირო ღონისძიებები რომ არ გატარებულიყო, საქართველოში კორონავირუსის 4-ჯერ მეტი დადასტურებული შემთხვევა იქნებოდა, ვიდრე დღეს არის.

"დღეს არის 1 თვე, რაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას, დაახლოებით ჩვენნაირი მოსახლეობით, რომ არ გატარებულიყო ყველა ის ღონისძიება, რაც ჩატარდა თავის დროზე ეტაპობრივად ქვეყანაში, წესით ახლა 4-ჯერ მეტი შემთხვევა შეიძლება ყოფილიყო ქვეყანაში დღეისათვის.

მესმის, რომ ყველას აინტერესებს რა მოხდება. როდესაც ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება დაიწყება, შემდეგ ვიტყვით როდის გავალთ პიკზე, ზუსტად დავასახელებთ ამ დროს. მანამდე ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში ქვეყანაში იქნება დაავადების შემთხვევების მატება", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ლუგარის ლაბორატორიის დაარსებაზე საუბრობს

ამირან გამყრელიძე: საქართველოს კორონავირ...

მისი თქმით, სახელმწიფომ „კოვაქს“ პლატფორმას თანხის ნაწილი წინასწარ იმ პირობით გა...
12:56
_ᲛᲘᲮᲔᲘᲚ ᲚᲝᲚᲐᲫᲔ: ᲔᲥᲘᲛᲝᲑᲘᲡ ᲒᲐᲠᲓᲐ ᲡᲮᲕᲐ ᲞᲠᲝᲤᲔᲡᲘᲐᲖᲔ ᲐᲠᲐᲡᲓᲠᲝᲡ ᲛᲘᲤᲘᲥᲠᲘᲐ ᲓᲐ ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲙᲘ ᲦᲠᲛᲐᲓ ᲩᲐᲕᲘᲮᲔᲓᲔ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪ...
54 წუთის წინ
როგორც ხვიჩიამ სატელევიზო ეთერში განაცხადა, ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არ არის ჩანიშნული პოლიტიკურ ძალე...
16:26
ღონისძიება სტარტაპების საერთაშორისო შეჯიბრის - Startup World Cup-ის ნახევარ ფინალსაც უმასპინძლებს....
16:16
როგორც კავსაძის ძმამ იმერი კავსაძემ აღნიშნა, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქ...
16:01
ეკონომიკის მინისტრი

ნათია თურნავა: სამედიცინო ჟანგბადის გაზრდილი...

მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პერიოდულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის...
16:01
გორში კაცი ქუჩაში გარდაიცვალა
როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,...
გიგი უგულავა: ამ ეტაპზე მესამე რაუნდის პ...
„ჯერჯერობით ისინი არანაირი წინადადებით არ მოსულან, შესაბამისად ამ ეტაპზე მესამე...
მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუა...
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ საქართველოს მთ...