მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: კარგი იქნებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობის შეზღუდვა ყოფილიყო

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1590664866
COVID-19

"კარგი იქნებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობის შეზღუდვა ყოფილიყო, თუმცა ამის გაკონტროლება რთული იქნებოდა. ამიტომ ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს თუ გადაჭედილია ტრანსპორტი, ნუ ახვალთ, მითუმეტეს თუ მოკლე მანძილზე გსურთ გადაადგილება",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირეტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებს ნორმალური ურთიერთობებიი და ჩვეული ცხოვრება მოენატრათ, თუმცა მათ უნდა ახსოვდეთ, რომ კორონავირუსი არ გამქრალა.

"გასაგებია, რომ მოქალაქეები დაიღალნენ შეზღუდვებით და ნორმალური ცხოვრება მოენატრათ, თუმცა უნდა გვასხოვდეს, რომ კორონა არსად გამქრალა",- აღნიშნა პაატა იმნაძემ.