მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: სამწუხაროდ, ექიმების ინფიცირების შემთხვევები კიდევ იქნება

იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში
1586165033
COVID-19

"მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევებში გვაქვს, როგორც ექიმის, ისე დაბალი და საშუალო მედპერსონალის წარმომადგენლის ინფიცირების ფაქტები. ეს კიდევ მოხდება, იმიტომ, რომ ყოველთვის ძალიან ძნელია ხოლმე ყველა წესის დაცვა როცა გადაღლილია თანამშრომელი, და ოდნავი დაღვევაც კი შეიძლება ინფიცირების მიზეზი გახდეს. ამის თავიდან აცილება შეუძლებელია",- განაცხადა დაავადებათა კონროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, თბილისის ზღვის ჰოსპიტლის მედპერსონალის თანამშრომელის ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია და ის სამედიცინო საქმიანობისას არ დაავადებულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სამედიცინო პერონალის ინფიცირების 3 შემთხვევა ფიქსირდება. ერთი მათგანი სასწრაფოო-სამედიცინო დახმარების ექიმია, ერთი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი, ხოლო ერთი - თბილისის ზღვის ჰოსპიტლის თანამშრომელია.

საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო გარდაცვლილია 2 პაციენტი.