მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: შესაძლოა, Covid-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი ერთ-ერთი პირველი საქართველოს ჰქონდეს

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1584523325
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მედიასთან კორონავირუსის პრეპარატებზე ისაუბრა.

მისი თქმით, რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ დაიწყო პრეპარატების გამოცდა Covid-19-ის წინააღმდეგ.

"რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ დაიწყო პრეპარატების გამოცდა Covid-19-ზე. მათ შორის არის მალარიისა და შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატები. ერთ-ერთი ასეთი კომპანია არის საქართველოს მეგობარი "გილიადი", რომლის დახმარებითაც ქვეყნაში ხორციელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ამ კომპანიასა აქვს პრეპარატი, რომელიც ამჟამად გადის გამოცდას. ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ თუ პრეპარატმა წარმატებით გაიარა გამოცდა, რადგან ძველი მეგობრები ვართ, ერთ-ერთი პირველი საქართველო მიიღებს მედიკამენტს. თუმცა, არავინ იცის ეს პრეპარატი როდის იქნება გამოცდილი, დადასტურებული და წარმოებული", -განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახენებთ, რომ 18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა. 1261 კარანტინის რეჟიმში იმყოფება, 216 პაციენტი კი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.