მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, მკურნალობას სახლში გაივლიან

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585821269
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, მკურნალობას სახლში გაივლიან.

მინისტრის თქმით, სიმპტომების გართულების შემთხვევაში პაციენტი გადაყვანილ იქნება ჰოსპიტალში.

"კომუნიკაციის პირველი დღიდან, როდესაც ზოგადად კოვიდი დაფიქსირდა ჩინელმა ექიმებმა მოგვაწოდეს სტატისტიკა, რომ ძირითადი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომით, ეს ყოველივე წარმოადგენს დაავადებულთა 80%-ს. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ის პაციენტები რომლებსაც აქვთ კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში. მათი პირველად კომუნიკაცია მოხდება სატელეფონო ზარით, საშუალება გვაქვს, რომ 112-ზე მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების ზარები და დავგეგმოთ შემდგომი ტაქტიკა, რაშიც ვგულისხმობ შემდეგს თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმპტომი, ექიმი აძლევს რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე. ეს არის ის ძირითადი სქემა, რითაც ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას. პაციენტის სიმპტომების გართულების შემთხვევაში რა თქმა უნდა შესაბამისი აღჭურვილობით პაციენტი გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში", - განაცხადა ტიკარაძემ.