მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანისა და მისი მეუღლის კორონავირუსზე ტესტის პასუხები ცნობილია

სომხეთის პრემიერი და მისი ცოლი
1584197881
COVID-19

სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და მის მეუღლეს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ამის შესახებ პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"ჩემი და ანას ტესტის შედეგები უარყოფითია”, - დაწერა ნიკო ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრსა და მის მეუღლეს კორონავირუსზე კვლევა მას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც ანა ფაშინიანი ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტის მეუღლეს შეხვდა. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი აღმოაჩნდა, თუმცა მოგვიანებით მან ეს ინფორმაცია უარყო.