მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფოთში კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1600415191
COVID-19

ფოთში კორონავირუსი ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი გუშინ, 17 სექტემბერს გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, სამი კი სხვა ოჯახის წევრი.

სამხარეო ადმინისტაციის ინფორმაციით, ყველას ინფიცირების წყარო, ბათუმია.

რაც შეეხება 5 შემთხვევას, ოკუპირებული აფხაზეთიდან საკარანტინო ზონაში შემოყვანილ 4 პირს ინფექცია დაუდგინდა, ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა ე.წ. საბერიოს კლასტერის წევრს.

ამ დროისთვის რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში 10 პაციენტია გამოჯართელებული, რომლებსაც მალე გაწერენ.

ცნობისთვის, დღეს, 18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა.