მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის არცერთ ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრი
1586261047
COVID-19

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთეს. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

"მედპერსონალს ჩაუტარდა გამოკვლევა და ყველა პასუხი მოვიდა უარყოფითი, რაც ძალიან გვახარებს", - აღნიშნა ლევან რატიანმა.

ცნობისათვის - მედიკოსების წარმომადგენლებიდან კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმსდაბალი მედპერსონალის ორ თანამშრომელს და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანს აქვთ დადასტურებული.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 39, ხოლო გარდაცვლილია 2 პაციენტი.