მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: მთავარი ამოცანაა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში
1586159115
COVID-19

"მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა მოვისმინოთ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ცხელების კლინიკების ეფექტურობა.

„არის ახალი18 შემთხვევა. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა და უკვე ინფიცირებულების საერთო რაოდენობა მიუახლოვდა 200-ს, არის 188. საბედნიეროდ, აქედან გვყავს გამოჯანმრთელებული 36 პაციენტი. თუმცა, ფაქტია ის, რომ ციფრები იზრდება. მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა, ისევე, როგორც ცხელების კლინიკების ეფექტურობა“,-აღნიშნა განაცხადა გორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო გარდაცვლილია 2 პაციენტი.