მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს

გახარია სხდომაზე
1586425682
COVID-19

საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გახანგრძლივდეს.

"ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი ძირითადი ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებული 214 შემთხვევაა გამოვლენილი.