მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერმა ბოლნისში გამწვავებული ეპიდვითარება სამუშაო შეხვედრაზე განიხილა

ბოლნისის საკითხზე მსჯელობა
1590085867
COVID-19

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუშევანსა და გეტაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

შეხვედრაზე იმ სამედიცინო ღონისძიებებზე იმსჯელეს, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ორ სოფელში ახორციელებენ. ადგილზე მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ტესტირება.

ყურადღება გამახვილდა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან სოფლებში დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულების კონტროლზე.

შეხვედრაში ვიდეოკონფერენცის მეშვეობით მონაწილეობდა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რომელმაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ პრემიერ-მინისტრს ბოლო ინფორმაცია მიაწოდა.

აღინიშნა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მკაცრი საკარანტინო რეჟიმით ჩაკეტილ სოფლებთან მიმართებაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შესაბამის გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღებს.