მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შემთხვევაში დაინერგება საქართველოში გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმით მკურნალობის მეთოდი?

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1586018123
COVID-19

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია იქნება, საქართველოში გამოჯანმრთელებული ადამიანის შრატით მკურნალობის მეთოდი დაინერგება.

"გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გამოყენება არის იდეა, რომელსაც დღეს ინტენსიურად განიხილავენ. ამერიკის წამლის ფედერალურმა სააგენტომ გუშინ განაცხადა, რომ დაიწყოს გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმით მკურნალობაზე სატესტო სამუშაო მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის. ეს ნიშნავს იმას რომ ამ მეთოდს აქვს გარკვეულწილად საწყისი აღიარება და მისი ეფექტურობა დამაიმედებელ მოლოდინს იძლევა და თუ ეს იქნება აღიარებული ჯანმრთელეობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან არ გამოვრიცცხავ რომ ჩვენი კლინკის ინფექციონისტები ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან და ამ მეთოდის გამოყენება შესაფერისი პროტოკოლის ფარგლებში ჩვენთანაც გახდეს შესაძლებელი. როგორც კი იქნება მეტად კონკრეტული რეკომენდაციები ჩვენი ექიმები, რომელბიც მიყვებიან ყველა საერთაშორისოსიახლეს აუცილებალდ იმუშავებენ ამ მეთოდის დანერგვაზე" , - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

4 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 157 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელებულია 31 პირი. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალილია ერთი ადამიანი.