მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შემთხვევაში შეჩერდება დელტა შტამი - ზაზა წერეთელი პირობას ასახელებს

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1627479234
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ზაზა წერეთლის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამებით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიზეზი აცრილი ადამიანების არასაკმარისი რაოდენობა.

მისი თქმით, დელტა შტამის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყნების მოსახლეობის 70%-ის აცრაა საჭირო.

„კოვიდ აცრა არის აუცილებელი და მისი ალტერნატივა არ არსებობს. აცრასთან ერთად კი ყველა სხვა საჭირო ღონისძიების გატარებაა საჭირო, რათა დელტა შტამის შემოტევა დაძლეული იქნეს.

თუ ზოგიერთ ქვეყანაში მიუხედავად აცრებისა შემთხვევების რაოდენობა მატულობს, ეს იმუნიზაციის ბრალი კი არ არის, არამედ იმის, რომ არასაკმარისი რაოდენობაა აცრილი და უკვე აშკარაა რომ აცრით მოცვა 70%-ზე მეტი უნდა იყოს, ეს შტამი რომ შეჩერდეს. არაფერს ვამბობ იმაზე რომ შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად ჰოსპიტალიზაცია და ლეტალური შედეგები არ იზრდება.

და აი, კარგი მაგალითი იმისა, რომ აცრა 70% მეტი აუცილებელია და რომ ის მუშაობს. შედარებისთვის მოყვანილია აცრის მოცვა და შემთხვევების დინამიკა აშშ-ში და დანიაში. დასკვნები თქვენთვის მომინდვია“, - წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 დელტა შტამი - პასუხები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან 10 კითხვაზე

👉 კვლევა: კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ახდეს ადამიანის ინტელექტის დონეზე

👉 შეიძლება თუ არა დაავადებების დროს ვაქცინაციის ჩატარება? - კულუმბეგოვის განმარტება