მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შემთხვევაში უმკურნალებენ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს სახლში

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
1585683585
COVID-19

ინფექციური სავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა სახლის პირობებში მკურნალობის რეკომენდაცია იმ შემთხვევაში გაიცემა თუ პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლების რაოდენობის დეფიციტი იქნება.

მისვე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ჯანდაცვის სისტემას პაციენტების კლინიკაში მკურნალობის რესურსი აქვთ.

"მთელი რიგი ევროპის ქვეყნებში სადაც კატასროფულად იზრდება რიცხვი კორონავირუსით ინფცირებულ მსუბუქ პაციენტებს სახლში მკურნალობენ, ეს გამოწვეულია იმით რომ კლინიკების და მედპერსონალის რესურსი არ ყოფნით. შესაბამისად შინმკურნალობა ერთ-ერთი გამოსავალია. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სანამ ჯერ COVID-19-ისთვის გამოყოფილი საწოლების ფონდი, (440 საწოლი) მნიშვნელობნად აღემატება პაციენტების რეოდენობას მანამდე არ მივცეთ პაციენტებს ბინაზე მკურნალობის რეკომენდაცია. ამ ეტაპზე ჩვენ 110 ინფიცირებული გვყავს და გვას 440 საწოლი, B ეტაპზე გადასვლისას იგეგმება საწოლების რაოდენობის გაზრდა 1000-მდე დაშემდეგ მესამე ეტაპზე 3 ათასამდე, ამიტმ ჩვენ ჯერ შინ მკურნალობის რეკომენდაციას არ გავცემთ", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

COVID-19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, ამ დრომდე ინფიცირებულთა 110 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა.