ჩინელმა მეცნიერებმა სხვადსხვა ზედაპირზე კორონავირუსის სიცოცხლის დრო გამოიკვლიეს. კვლევები ლაბორატორიაში, ოთახის ტემპერატურაზე ჩატარდა. კვლევის შედეგებს ჰონგ-კონგის გამოცემა South China Morning Post აქვეყნებს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის ბაქტერია სამედიცინო ნიღაბზე 7 დღის განმავლობაში რჩება. რაც შეეხება სხვა საგნებს: კორონავირუსი ქაღალდსა და ქსოვილზე სამ საათზე მეტ ხანს რჩება, სტანდარტული ბამბის ქურთუკზე-ორი დღე, მინასა და ფულის ბანკნოტებზე-სრული სამი დღე, ხოლო უჟანგავ ფოლადისა და პლასტმასის ზედაპირზე იგი ოთხიდან-შვიდ დღემდე ცოცხლობს.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კორონავირუსს ჩვეულებრივი სადეზინფექციო საშუალებები ანადგურებს, თუმცა ხელის დაბანა ინფიცირების თავიდან სასაცილებლად ყველაზე ეფექტური გზაა.
კორონავირუსი მსოფლიოს 208 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1,3-მლნ-მდეა, ხოლო გარდაცვლილია 70 000-მდე ადამიანი.