მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენად ეფექტურია „სინოვაკის“ ჩინური ვაქცინა COVID 19-ის დელტა შტამის წინააღმდეგ? - Reuters

სინოვაკით მოზარდების აცრა
1624973977
COVID-19

რამდენად ეფექტურია „სინოვაკის“ ჩინური ვაქცინა COVID19-ის დელტა შტამის საწინააღმდეგოდ? - ამის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა „როიტერსმა“.

მრავალი ქვეყანა იყენებს კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოვაკის“ ჩინურ ვაქცინას, მაგრამ იზრდება მზარდი შეშფოთება იმის შესახებ, უზრუნველყოფენ თუ არა ისინი საკმარის დაცვას COVID 19-ის დელტა შტამისაგან, რომელიც პირველად ინდოეთში გამოვლინდა.

ქვემოთ მოცემულია ჩინეთის ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებები კორონავირუსის დელტა ვარიანტისადმი ვაქცინების ეფექტურობის შესახებ, რომელიც გლობალურად დომინანტური ვარიანტი ხდება.

რამდენად ეფექტურია ჩინური „სინოვაკი“ დელტას შტამის წინააღმდეგ?

ჩინეთს ვაქცინების ეფექტურობის შედეგები კლინიკურ კვლევებში ჩატარებული მასშტაბური მონაცემების საფუძველზე ან რეალური მონაცემების საფუძველზე, ჯერ არ გამოუქვეყნებია. არც ლაბორატორიული ტესტებიდან დეტალური ინფორმაცია გაუსაჯაროებია, მაგრამ ჩინელი ექსპერტები მოუწოდებენ ხალხს, რაც შეიძლება მალე ჩაიტარონ აცრები.

„მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჩინური ვაქცინები გარკვეულწილად ეფექტურია დელტას შტამის მიერ გამოწვეული სიმპტომების წინააღმდეგ და მძიმე შემთხვევების რისკის შესამცირებლად“, - აღნიშნულის შესახებ ეპიდემიოლოგმა ჟონგ ნანშანმა განაცხადა.

„სინოვაკის“ კომპანიის წარმომადგენელმა ლიუ პეიჩენგმა განაცხადა, რომ „ვაქცინირებულთათვის ჩატარებული სისხლის ანალიზით მიღებული პასუხების მიხედვით, მიიღეს შედეგი, რომ ვაქცინა დელტას შტამის სიმპტომებს სამმაგად ამცირებს.“

ის ასევე აღნიშნავს, რომ სრულმა ვაქცინაციამ შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს უფრო ძლიერი და გამძლე ანტისხეულების გამომუშავება.

გუანგდონგის სამხრეთ პროვინციაში, სადაც ჩინეთში დელტას ვარიანტის პირველი შემთხვევები იქნა აღმოჩენილი, არც ერთ ინფიცირებულს არ გამოვლენია მძიმე სიმპტომები. ყველა მძიმე შემთხვევა არავაქცინირებულ ადამიანებთან დაფიქსირდა.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ჯინ დონგ-იანი აღნიშნავს, რომ „მხოლოდ კომენტარი არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ ჩინური ვაქცინები ეფექტურია მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ, ვინაიდან საჭიროა მეტი მონაცემები.“

ინდონეზიაში სადაც დელტას ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება, გამოვლინდა ასობით სამედიცინო თანამშრომელი, რომლებიც „სინოვაკით“ ვაქცინირებულნი იყვნენ და კორონავირუსით დაინფიცირდნენ. თუმცა ჯერ არ არის დადგენილი, ისინი არიან თუ არა ინდური შტამით ინფიცირებულნი.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინა 88%-ით ეფექტური იყო დელტას სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ, მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ.

ეს შედარებულია ალფა ვარიანტის 93%-იან ეფექტურობასთან, რომელიც პირველად ბრიტანეთში გამოვლინდა.

AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზა 60%-ით ეფექტური იყო დელტას შტამის წინააღმდეგ.

ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენად იცავს Johnson & Johnson-ის ერთჯერადი დოზა COVID 19-ის სხვადასხვა შტამებისგან.

ინფორმაციისათვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მისი თქმით, ვირუსის დელტა შტამის გავრცელება ინტენსიური ხდება.

გამყრელიძის თქმით, 10-დან 20%-მდე მერყეობს დელტა შტამის ცირკულაცია ქვეყანაში.

იხილეთ აგრეთვე:

✅რა სიმპტომებით ვლინდება ინდური შტამი? - BBC

✅BBC: სხვადასხვა ვაქცინის შერევა ვირუსის წინააღმდეგ კარგ დაცვას იძლევა

✅სუმია სვიმინატანი: ინდური შტამი გლობალურად დომინანტი ვარიანტი ხდება