მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რას ითვალისწინებს საყოველთაო კარანტინი? - პრემიერის განმარტება

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში
1585574918
COVID-19

საქართველს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაშ გამართულ ბრიფინგზე განმარტა თუ რას ითვალისწინებს საყოველთაო კარანტინი.

მისივე თქმით, კარანტინი ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება.

"საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს, სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 2 ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაწყვანის მიზნით. იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2 მეტრის სოციალური დისტანცია", - განაცხადა პრემიერმა.