მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეანიმაციაში ქრონიკული დაავადებების არმქონე ადამიანებიც მძიმდებიან“ - კახა ჩომახიძე

„რეანიმაციაში ქრონიკული დაავადებების არმქონე ადამიანებიც მძიმდებიან“
1634569884
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ექიმმა კახა ჩომახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ ინფიცირებულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა და მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად მძიმდება.

როგორც ექიმი აღნიშნავს, ამის მიზეზი დაგვიანებული მომართვიანობაა.

„კორონავირუსის დაავადება გაახალგაზრდავდა და პრაქტიკულად, ჯანმრთელი პაციენტების მდგომარეობაც საკმაოდ მძიმდება, მიუხედავად იმისა, რომ მათ არანაირი ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებათ. საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, ბავშვებიც წვანან, მოზრდილებიც, ასაკიანებიც. რეანიმაციაში ბოლო პერიოდში გაახალგაზრდავდა ეს დაავადება.

ამ ბოლო პერიოდში, დელტა შტამს უფრო უკავშირდება ეს ყველაფერი. პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში, მით უმეტეს, ეს ახალგაზრდებში, ერთ-ერთი მათგანი სპორტსმენი იყო, რომელსაც არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა, მაგრამ თვითონ ვირუსი, დაავადების ეს შტამი იწვევს დამძიმებულ შემთხვევებს.

ბევრი ასეთი სიტუაცია არ იყო, მით უმეტეს, ახალგაზრდებში, მაგრამ პრაქტიკულად ჯანმრთელებიც მძიმდებიან და ხვდებიან რეანიმაციაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობაა“, - აცხადებს კახა ჩომახიძე.

ექიმმა კახა ჩომახიძემ, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება დამძიმდეს პაციენტი.

მისი თქმით, ყველა პაციენტი ვინც რეანიმაციაში მოხვდა, აუცრელი იყო.

„თუ ადამიანს ეჭვი აქვს, რომ მას შეიძლება ჰქონდეს კოვიდი, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს. ექიმი განსაზღვრავს როდის უნდა მოხდეს ინფიცირებული პაციენტის მოთავსება საავადმყოფოში. კორონავირუსით ადამიანი შეიძლება დამძიმდეს მეთორმეტე-მეთოთხმეტე დღეს, თუმცა მეშვიდე-მერვე დღე არის ყველაზე კრიტიკული. ამ დაავადებას ახასიათებს ძალიან ცუდი თვისება, „სიურპრიზები“. არის შემთხვევები, როდესაც დასრულებისკენ წასული ადამიანი უცებ დამძიმდება. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის დამძიმება შესაძლებელია მესამე დღეს და ის რეანიმაციაშიც კი შეიძლება მოხვდეს“, - აღნიშნავს კახა ჩომახიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „საქართველოში გარდაცვალების რაოდენობა ძალიან მაღალია“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე