მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ჩატარებული 25 ტესტიდან ყველას პასუხი უარყოფითია

რესპუბლიკურის შენობა
1586435260
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ექიმ ლევან გოფოძის ინფორმაციით, კოვიდინფექციაზე ჩატარებული 21 კვლევიდან ყველას პასუხი ნეგატიურია.

გოფოძის თქმით, დღეს კიდევ 25 პაციენტს ჩაუტარდება კოვიდ-19-ზე გამოკვლევა.

"21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა შემთხვევაში ნეგატიური პასუხი იქნა მიღებული. დღეს დაგეგმილია, რომ კიდევ 25 პაციენტს ჩაუარდეს კვლევა და ხვალისთვის გვეცოდინება მათი კვლევის შედეგები. ზოგიერთ ჩვენს პაციენტს აქვს მაღალი ცხელება, მაგრამ რაიმე განსაკუთრებულად მძიმე პაციენტი ამ თვალსაზრისით არ გვყავს", - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 214 შემთხვევაა გამოვლენილი.